ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი: "კოვიდ-19“ დასრულებისგან შორს არის"
13/07/2022 03:27:40 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ "კოვიდ-19“ დასრულებისგან შორის არის".
„მე შეშფოთებული ვარ, რომ „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მატებას განაგრძობს, რაც დამატებით ზეწოლას ახდენს გადატვირთულ ჯანდაცვის სისტემებზე და ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებზე. ასევე შეშფოთებული ვარ გარდაცვალების შემთხვევების ზრდის ტენდენციის გამო. ვირუსი კვლავ რჩება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა. სპეციალისტები მოქალაქეებს ვაქცინაციისა და პირბადეების (რიგ ქვეყნებში) ტარებისკენ მოუწოდებენ.


