
არჩილ ტატუნაშვილის მამა გივი ტატუნაშვილი გარდაიცვალა
13/07/2022 03:00:25 საზოგადოება
არჩილ ტატუნაშვილის მამა გივი ტატუნაშვილი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ცხინვალში 2018 წლის 22 თებერვალს მოკლეს, ნაწამები ცხედარი შინაგანი ორგანოების გარეშე სოფელ წილკანში მცხოვრებ ოჯახს მხოლოდ 26 დღის შემდეგ, 20 მარტს გადაეცა. მანამდე ტატუნაშვილის გვამიდან ოკუპანტებმა გული, ტვინი და ღვიძლი ამოიღეს, „ექსპერტიზაზე“ რუსეთის ქალაქ როსტოვში გადააგზავნეს და უკან აღარ დაუბრუნებიათ.
საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეს სახელწოდებით "ტატუნაშვილი რუსეთის წინააღმდეგ" სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაჩქარებული წესით განიხილავს.