Accentnews.ge
იტალიის საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინისთვის 200 მლნ ევროს გამოყოფს

იტალიის საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინისთვის 200 მლნ ევროს გამოყოფს

13/07/2022 02:56:13 მსოფლიო

იტალიის საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინისთვის 200 მლნ ევროს გამოყოფს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრემიერ–მინისტრი დენის შმიგალი ავრცელებს.

მისი თქმით, აღნიშნული საკრედიტო სახსრები შეღავათიანი პირობებით გაიცემა და უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებს მოხმარდება.

შეგახსენებთ, რომ უკრაინამ ივლისის ბოლომდე ევროკავშირისგან 1 მლრდ ევროს მაკროფინანსური დახმარება უნდა მიიღოს.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S