
ქართველმა მეზღვაურებმა აფრიკელი მიგრანტები 5-ბალიანი შტორმის დროს გადაარჩინეს
13/07/2022 02:44:54 საზოგადოება
მალტის დროშის ქვეშ მცურავ, თურქულ ტანკერზე მყოფმა 18-მა მეზღვაურმა, რომელთა შორის 9 ქართველია, 5-ბალიანი შტორმის დროს 52 ადამიანი გადაარჩინა.
TV25.GE-ს ცნობით, აფრიკელი მიგრანტები აფრიკიდან ესპანეთში გადასვლას ცდილობდნენ. ისინი 3 დღის განმავლობაში ღია ზღვაში, ტივზე საკვებისა და წყლის გარეშე იმყოფებოდნენ.
შორეულ ნაოსნობაში მყოფმა ქართველმა მეზღვაურებმა – ზაზა ჭაღალიძემ, ზვიად ქობულაძემ, ნუგზარ ბერიძემ, მინდია აბუსერიძემ, კახა ადამიამ, შალვა სვანიძემ, დილარ ცეცხლაძემ, მანუჩარ კობალაძემ და გიორგი ცეცხლაძემ შტორმის პირობებში ბორტზე მიგრანტების უსაფრთხოდ აყვანა მოახერხეს.
მითითების შესაბამისად, მათ ისევ, აფრიკის სანაპიროებზე დააბრუნებენ.