მედია – რუსეთში გამოკითხული ახალგაზრდების 56% ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მომხრეა, ხოლო 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების 72% – აგრესიის გაგრძელების
13/07/2022 02:42:26 მსოფლიო
სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, რუსების 30% მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომი "რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს", ხოლო ამ მოსაზრებას 24 წლის ახალგაზრდებს შორის, გამოკითხულდა 56% ეთანხმება.
ამის შესახებ იტყობინება "მედუზა", რომელსაც სავარაუდოდ, ხელში ჩაუვარდა ცენტრის კვლევის შედეგები, რომელიც 2022 წლის ივნისის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბრძანებით ჩატარდა. ოფიციალურად სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრი ( ВЦИОМ ) არ აქვეყნებს ამ მონაცემებს და კომენტარს არ აკეთებს.
ომის დამთავრების მომხრეებში 25-34 წლის ასაკის რუსები ჭარბობენ. მაგრამ "სპეცოპერაციის" გაგრძელების მომხრეთა 72% 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


