Accentnews.ge
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დარწმუნებულია, რომ უკრაინა არ დაუშვებს ამერიკული იარაღის არასწორ ხელში ჩავარდნას – ჯენკინსი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დარწმუნებულია, რომ უკრაინა არ დაუშვებს ამერიკული იარაღის არასწორ ხელში ჩავარდნას – ჯენკინსი

12/07/2022 19:37:21 მსოფლიო

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ბონი ჯენკინსი ამბობს, რომ ვაშინგტონი თვალს ადევნებს ამერიკული იარაღის გამოყენებას უკრაინაში და დარწმუნებულია უკრაინის მთავრობის ქმედებებში.

”შეერთებული შტატები სერიოზულად ეკიდება საკუთარ პასუხისმგებლობას, დაიცვას ამერიკული წარმოშობის თავდაცვის ტექნოლოგია, თავიდან აიცილოს მისი არასწორ ხელში ჩავარდნაა ან უკანონოდ გავრცელება. ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ უკრაინასთან, რათა უზრუნველვყოთ დახმარების პასუხისმგებლობა, თუნდაც იმ რთულ კონფლიქტში, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და რომელშიც ისინი მოქმედებენ“, - თქვა მან ონლაინ ბრიფინგზე და დასძინა, რომ ვაშინგტონი რეგულარულად აფასებს ამერიკული იარაღის შესაძლო უკანონო გადაადგილებისა და ბრძოლის ველზე მათი დაკარგვის რისკებს:

„ჩვენ გვაქვს დიდი ნდობა უკრაინის მთავრობისა და იმის მიმართ, რასაც ის აკეთებს. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ მათთან ყველა შესაძლო გზით, რათა დავიცვათ უკრაინაში შესული აღჭურვილობა, მაგრამ ჩვენ ასევე ვაცნობიერებთ არსებულ რთულ ვითარებას“.

აღსანიშნავია, რომ რუსული პროპაგანდა ინტენსიურად ავრცელებს ცნობებს მტკიცებულებების გარეშე, თითქოს დასავლეთის ქვეყნებიდან უკრაინაში შესული სამხედრო დახმარება „შავ ბაზარზე“ იყიდება.

როგორც ცნობილია, ევროკავშირი ზომებს მიიღებს იარაღის უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ უკრაინის ომთან დაკავშირებით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S