Accentnews.ge
რუსულ გაზზე დამოკიდებული სერბეთი ბუნებრივ აირს აზერბაიჯანიდან შეიძენს

რუსულ გაზზე დამოკიდებული სერბეთი ბუნებრივ აირს აზერბაიჯანიდან შეიძენს

12/07/2022 18:56:24 მსოფლიო

რუსულ გაზზე დამოკიდებული სერბეთი 2023 წლიდან აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის შეძენას გეგმავს,– იუწყება „როიტერი“ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრ ზორანა მიჰაილოვიჩზე დაყრდნობით.

მინისტრის თქმით, სწორედ მომავალი წლის სექტემბერში დასრულდება სერბეთისა და ბულგარეთის მილსადენების დაკავშირება, ხოლო სერბეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს აზერბაიჯანთან, რათა „დაჯავშნოს გაზის მოცულობები მომავალი წლისთვის“.

„ეს დამაკავშირებელი მილსადენი ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეს არის ყველზე მნიშვნელოვანი, რასაც სერბეთი ამჟამად აკეთებს, როდესაც ვსაუბრობთ გაზის წყაროების დივერსიფიცირებაზე“, – განაცხადა ზორანა მიჰაილოვოჩმა.

იხილეთ აქსევე: რუსული გაზისგან ევროპის ჩახსნა: აზერბაიჯანის პოტენციალი და საქართველოს ინტერესები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S