Accentnews.ge
ბაიდენი ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ხვალ ისრაელში ვიზიტით იწყებს

ბაიდენი ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ხვალ ისრაელში ვიზიტით იწყებს

12/07/2022 18:38:46 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ახლო აღმოსავლეთის ტურნეს 13 ივლისს ისრაელში ვიზიტით დაიწყებს. აშშ-ის პრეზიდენტის დელეგაციაში იქნება ქვეყნის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო ვიზიტების ფარგლებში ადმინისტრაციის ამოცანაა ისრაელთან, პალესტინასთან, სპარსეთის ყურის ქვეყნებთან და რეგიონულ პარტნიორებთან პრიორიტეტულ საკითხებზე კონსულტაცია, მათ შორის, რეგიონში აშშ-ის კავშირების გაღრმავება, რეგიონული უსაფრთხოება, ორი სახელმწიფოს პრინციპის მხარდაჭერა და საერთო საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა, მათ შორის ირანის მხრიდან.

ჯო ბაიდენი ისრაელის შემდეგ პალესტინის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდება და საუდის არაბეთში გაემგზავრება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S