უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და გაერო–ს წარმომადგენლების შეხვედრა სტამბულში გაიმართება
12/07/2022 16:06:56 მსოფლიო
თურქეთის, რუსეთის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლები 13 ივლისს სტამბოლში შეიკრიბებიან, რათა განიხილონ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის საკითხი,– იუწყება თურქული გამოცემა Anadolu ქვეყნის თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აკარმაზე დაყრდნობით.
მისი თქმით, თურქეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია იმყოფებოდა მოსკოვსა და კიევში, რათა განეხილათ პრობლემა, რომელმაც უკვე გამოიწვია გლობალური სასურსათო კრიზისი და აღნიშნა, რომ შეხვედრებმა დადებითი შედეგი მოიტანა.
ერთი დღით ადრე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა თავი უკრაინელ და რუს კოლეგებთან, რომელზეც განიხილეს უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის პრობლემები და შავ ზღვაში დერეფნების შექმნის აუცილებლობა.


