Accentnews.ge
თურქმენეთის პრეზიდენტმა 26 მინისტრი გაათავისუფლა

თურქმენეთის პრეზიდენტმა 26 მინისტრი გაათავისუფლა

12/07/2022 15:45:41 მსოფლიო

თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა 26-ზე მეტი მინისტრი შეცვალა. თანამდებობებიდან გათავისუფლება მოხდა 8 ივლისს მინისტრთა კაბინეტის გაფართოებულ სხდომაზე, მას შემდეგ რაც ოფიციალურიმა პირებმა ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდის შესახებ წარადგინეს ანგარიში.

პრეზიდენტის მიერ გათავისუფლებულთა შორის იყვნენ ვიცე-პრემიერი განათლების, მეცნიერების, ჯანდაცვის, სპორტის, ახალგაზრდობისა და სოციალური დაცვის საკითხებში საფარდურდი ტოილიევი და ეკონომიკური, საბანკო და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებში მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელი მუჰამეტგული მუხამედოვი.

ტოილიევის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზები არ კონკრეტდება.

მუხამედოვი თანამდებობაზე 25 მარტს, სერდარ ბერდიმუჰამედოვის მიერ საპრეზიდენტო ფიცის დადებიდან მალევე დაინიშნა.

პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვის მიერ თანამდებობის დაკავების შემდეგ ეს არის ყველაზე მასშტაბური საკადრო ცვლილება.

პრეზიდენტმა ასევე შეცვალა თურქმენეთის ელჩები ავსტრიაში, იაპონიაში, ბელგიაში, საფრანგეთში, თურქეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და სამხრეთ კორეაში.

ინაუგურაციის შემდეგ სერდარ ბერდიმუჰამედოვმა მინისტრთა კაბინეტში და უშიშროების საბჭოში 19 მარტსაც მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S