Accentnews.ge
მაქსიმ გალკინი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში თბილისშიც ჩამოვა

მაქსიმ გალკინი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში თბილისშიც ჩამოვა

12/07/2022 15:03:36 საზოგადოება

შოუმენი და სატირიკოსი მაქსიმ გალკინი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად დაგეგმილი საგასტროლო ტურნეს ფარგლებში თბილისსაც ეწვევა.

Biletebi.ge-ს "ფეისბუქ"–გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, გალკინი სპორტის სასახლეში 15 ოქტომბერს გამართავს კონცერტს, ბილეთების გაყიდვა კი 25 ივლისიდან დაიწყება.

ცნობილია, რომ ივლისის ბოლოდან სექტემბრის ბოლომდე, გალკინის კონცერტები უნდა გაიმართოს თურქეთში, ლატვიაში, ფინეთში, ესტონეთში, პოლონეთში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში და ჩეხეთში.

მაქსიმ გალკინი რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს გმობს და ცოლთან – მომღერალ ალა პუგაჩოვასთან და შვილებთან ერთად ომის დაწყებიდან მალევე ისრაელში გაემგზავრა.

მედიის ცნობით, ისინი ისრაელიდან ლატვიის ქალაქ იურმალაში გადავიდნენ.

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ანდრეი ლუგოვოი, სოფელ გრიაზში მდებარე გალკინისა და პუგაჩოვას სახლის კონფისკაციისა და იქ დონბასიდან ლტოლვილების დასახლების ინიციატივით გამოვიდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S