Accentnews.ge
ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 1 მლრდ ევროს მაკროფინანსური დახმარება დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 1 მლრდ ევროს მაკროფინანსური დახმარება დაამტკიცა

12/07/2022 13:50:11 მსოფლიო

ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 1 მლრდ ევროს მაკროფინანსური დახმარების გამოყოფას ომის პირობებში, ეკონომიკის მხარდასაჭერად, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხეთის პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"1 მილიარდი ევრო უკრაინას! დაჩქარებული მიღების შემდეგ, ევროკავშირი ომით განადგურებულ ქვეყანას მაკროფინანსურ დახმარებას გაუწევს. ფული სხვადასხვა სფეროს გადაეცემა", - წერს ჩეხეთის პრეზიდენტი.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S