Accentnews.ge
ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერს უკრაინაში თავს დაესხნენ

ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერს უკრაინაში თავს დაესხნენ

12/07/2022 13:48:00 მსოფლიო

ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერ სერგეი მენიაილოს უკრაინაში ვიზიტის დროს ყუმბარები დაუშინეს.

დამოუკიდებელი რუსული მედიის ინფორმაციით, მის კორტეჟს, რომელსაც ბატალიონი "ალანია" ახლდა, ზაპოროჟიეს ოლქში დაესხნენ თავს.

ოსური «Ног Ирыстон»-ის ცნობით, ორი ადამიანი დაიჭრა, თავად მენიაილომ კი მსუბუქი კონტუზია მიიღო და საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

თავად მენიაილომ ინციდენტი დაადასტურა და განაცხადა, რომ კარგად არის. "იქ ყოველდღე ისვრიან, ამაში განსაკუთრებული არაფერია. არაფერი მჭირს, ყველაფერი კარგადაა" - დასძინა მან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S