Accentnews.ge
უკრაინამ ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ჩაატარა და უკრაინელი ტყვეები გაათავისუფლა

უკრაინამ ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ჩაატარა და უკრაინელი ტყვეები გაათავისუფლა

12/07/2022 13:00:17 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცრაზმმა ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ჩაატარა, -იუწყება უკრაინული მედია სამხედრო ტყვეებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით.

შტაბის ცნობით, ოპერაციის დროს ტყვეობიდან ხუთი უკრაინელის გათავისუფლება მოხერხდა:

„უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცრაზმის მიერ ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული სპეცოპერაციისას გაათავისუფლეს უკრაინის ხუთი მოქალაქე, რომლებიც რუსი დამპყრობლების ტყვეობაში იმყოფებოდნენ“.

ამჟამად, ყველა გათავისუფლებული უკრაინის ხელისუფლების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და სათანადო მკურნალობას უტარდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S