
20 წლის კაცი, რომელსაც ბათუმში მშენებლობიდან ჩამოვარდნილი საგანი დაეცა, დაიღუპა
12/07/2022 12:16:42 საზოგადოება
20 წლის კაცი, რომელსაც ბათუმში მშენებლობიდან ჩამოვარდნილი საგანი დაეცა, დაიღუპა. შემთხვევა 12 ივნისს კობალაძის ქუჩაზე მოხდა.
საგნის დაცემის შედეგად კაცმა გონება დაკარგა, იგი კლინიკაში გადაიყვანეს.
გამოცემა "ბათუმელების" ცნობით, კლინიკა "ბაუ"-ში აცხადებენ, რომ კაცს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა იგი რეანიმაციულ განყოფილებაში დარჩა და გარდაცვალებამდე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.