Accentnews.ge
უეფა-ს გადაწყვეტილებით, ევროპის ლიგაზე ქართული გუნდები ვეღარ ითამაშებენ

უეფა-ს გადაწყვეტილებით, ევროპის ლიგაზე ქართული გუნდები ვეღარ ითამაშებენ

04/10/2019 09:12:51 სხვა, მსოფლიო, საზოგადოება

2021-2022 წლების სეზონიდან, საქართველოს გუნდები ევროპის ლიგაზე ვეღარ ითამაშებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება უეფა-მ მიიღო.

საქმე ისაა, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ტოპ-ლიგების ზეწოლით, ევროპული თასების სტრუქტურა სერიოზულად შეცვალა. ჩემპიონთა ლიგის ფორმატი უცვლელი დარჩა, ხოლო ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილეთა რაოდენობა 16 გუნდით შემცირდება.

უეფა-მ მესამე ახალი ტურნირი – კონფერენციების ლიგა დააფუძნა, სადაც მეორე-მესამეხარისხოვანი საფეხბურთო ქვეყნები მოახვედრა. ევროთასებზე ადგილების განაწილების სქემიდან ირკვევა, რომ, 2021-2022 წლების სეზონში, უეფა-ს რეიტინგში 32-დან 50-მდე ადგილებზე მყოფი ქვეყნები ერთ გუნდს წარადგენენ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ხოლო სამ გუნდს კონფერენციის თასზე, ანუ არც ერთს – ევროპის ლიგაზე.

საქართველო უეფა-ს მიმდინარე რეიტინგში 47-ე პოზიციაზეა, ლაივ-რეიტინგში – 44-ზე. ანუ ჩვენი გუნდები ყველა შემთხვევაში ევროპის ლიგის მიღმა დარჩებიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S