Accentnews.ge
მეუფე იაკობი – ოპოზიციაზე: "10 წლით უნდა აუკრძალო არჩევნებში მონაწილეობა"

მეუფე იაკობი – ოპოზიციაზე: "10 წლით უნდა აუკრძალო არჩევნებში მონაწილეობა"

12/07/2022 10:19:35 პოლიტიკა, საზოგადოება

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ამბობს, რომ ოპოზიციას, რომელიც ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს არ თანხმდება, არჩევნებში მონაწილეობა 10 წლით უნდა აეკრძალოს. ამის შესახებ მეუფე იაკობმა პეტრე-პავლობის დღესასწაულზე ქადაგებისას ისაუბრა.

"მეცინება ხოლმე... საპარლამენტო ქვეყანა გვქვია, პარლამენტში ყოფნა არ უნდათ, არ ვენდობითო გაყვირიან სხვადასხვა პარტიები. ბევრი პარტია შევიდა ისევ და მოლაპარაკებებზე მიდის, მე შეიძლება, რაღაცებში არ ვეთანხმებოდე, მაგრამ ჩემი სიმპატია დაიმსახურეს, ერთად რომ ჯდებიან და ცდილობენ, გამოსავალი ერთად ნახონ. ვიფიქრე და ერთია მაგათი წამალი - 10 წლით უნდა აუკრძალო არჩევნებში მონაწილეობა... ერეკლეს ამბავი მინდა გაგახსენოთ, აღა-მაჰმად ხანთან ფული შეაგროვეს და მივიდნენ, რომ მოდიო თბილისი აიღეო. იგივეს გამკეთებლები ხდებიან ესენი. ხალხის ნდობა გაქვთ? რამდენი ადამიანის სახელით ლაპარაკობთ? საქართველოს უნდა ერთობა. კიდევ გაქვთ დრო, რომ მიხედოთ, თუ არადა, მაგასაც მიეხედება. ეს 10-წლიანი მართლაც შვება იქნება, თუ შეხედეს, რომ მართლა გარეთ ტოვებენ, სკამის გამო მაინც მივლენ. საქართველო მაგათ ისე არ აინტერესებთ, ამდენი წელია ეკლესიას ცალკე გვიტევენ, ქვეყანას ცალკე უტევენ", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S