
ბოლო ერთ კვირაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი გაორმაგდა
12/07/2022 08:54:38 საზოგადოება
ბოლო ერთ კვირაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი გაორმაგდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო კვირების განმავლობაში პირველად, ინფიცირების 7-დღიანი დადებითობის მაჩვენებელი 4%–ზე მეტია (8,1%).
4 ივლისიდან 10 ივლისის ჩათვლით პერიოდში ვირუსი დაუდასტურდა 5154 ადამიანს, წინა კვირაში (27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით პერიოდში) – 2570 ადამიანს.
ბოლო ერთ კვირაში 63 659 ტესტი ჩატარდა, კორონავირუსით გარდაიცვალა 3 ადამიანი და გამოჯანმრთელდა 2338 პირი.
2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში დადასტურებულია კოვიდ–ინფიცირების 1 666 257 შემთხვევა, დაავადებით 16 847 ადამიანი გარდაიცვალა.