Accentnews.ge
უკრაინა ამერიკული HIMARS-ით ხერსონში რუსული სამიზნეების განადგურებაზე იუწყება

უკრაინა ამერიკული HIMARS-ით ხერსონში რუსული სამიზნეების განადგურებაზე იუწყება

12/07/2022 08:42:21 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობამ დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა მიიტანეს იერიში ხერსონის ოლქის ქალაქ ნოვა კახოვკაზე, რომელსაც რუსი სამხედროები აკონტროლებენ.

უკრაინული სარდლობის ინფორმაციით, ლიკვიდირებულია 52 რუსი სამხედრო მოსამსახურე, განადგურებულია რუსული ძალების კუთვნილი ჰაუბიცა, ნაღმმტყორცნი, 7 ერთეული საავტომობილო და ჯავშანტექნიკა და საბრძოლო მასალების საწყობი.

როგორც ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელი სერჰი ბრატჩუკი აცხადებს, შეტევა ამერიკული სარაკეტო სისტემა HIMARS–ით განხორციელდა.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S