Accentnews.ge
ჰენრი კისინჯერი: "ჩემი პოზიცია არასწორად იქნა აღქმული, ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს!"

ჰენრი კისინჯერი: "ჩემი პოზიცია არასწორად იქნა აღქმული, ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს!"

12/07/2022 08:20:27 მსოფლიო

რუსეთს, რომელსაც როგორც ცოცხალი ძალის, ისე ტექნიკისა და საბრძოლო მასალის მხრივ უკვე განცდილი უდიდესი დანაკარგების ფონზე არათუ "კიევის 2-3 დღეში აღება", უკრაინის ტერიტორიის მეხუთედის დაპყრობაც კი ვერ გამოსდის, სამხედრო აგრესიის მეხუთე თვეს უცხოელი ლობისტების ბერკეტმაც უმტყუნა. ერთ-ერთმა მათგანმა - ჰენრი კისინჯერმა, რომლის მიერ ამასწინათ დავოსში გაკეთებულმა განცხადებამ მსოფლიოში უამრავი ადამიანი აღაშფოთა, პოზიცია შეიცვალა და ირწმუნება, რომ მისი სიტყვები "არასწორად იქნა აღქმული".

თუ დავოსში კისინჯერი აცხადებდა, რომ "უკრაინა დათმობებზე უნდა წავიდეს და სანამ გვიანი არ არის, რუსეთს მოელაპარაკოს", ახლა იგი პრაქტიკულად, უკრაინის ხელისუფლების პოზიციას ახმოვანებს: ამბობს, რომ რუსეთმა თავისი ჯარი 23 თებერვლის პოზიციებზე უნდა დააბრუნოს - მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი შედეგიანი მოლაპარაკებები და რომ საერთოდაც, ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს.

ცნობისთვის: დაახლოებით ერთი თვის წინ მოსკოვმა დასავლეთში, მათ შორის აშშ-ში თავისი ლობისტები გაააქტიურა, რაც რიგ ამერიკულ მედიასაშუალებებში გამოქვეყნებული შეკვეთილი სტატიების, ასევე კისინჯერისა და კრემლის რიგი სხვა ცნობილი ლობისტების განცხადებების სახით ვიხილეთ.

თუმცა როგორც დასავლურ, ისე დამოუკიდებელ რუსულ საექსპერტო წრეებში მაშინვე აღნიშნავდნენ, რომ თუ ცალკეულ არცთუ კეთილსინდისიერ დასავლელ პოლიტიკოსებზე, ასევე საექსპერტო წრეებისა და მედიის წარმომადგენლებზე კრემლის შანტაჟი/მოსყიდვა ჯერ კიდევ ჭრიდა, დასავლური საზოგადოება სრულ ერთიანობას ინარჩუნებდა, რაზეც ნათლად მეტყველებდა როგორც აშშ-ში, ისე ევროპაში საზოგადოებრივი აზრის უკანასკნელი კვლევების შედეგებიც. ამდენად, დასავლური მთავრობებიც (უდიდესი ნაწილი – საკუთარი ინიციატივით, მცირე ნაწილი კი – საზოგადოების ზეწოლით) მტკიცედ გააგრძელებდა უკრაინის მხარდაჭერას.

რაც შეეხება საკუთრივ კისინჯერის დავოსის განცხადებას, ანალიტიკოსები მისი მიზეზების შეფასებისას ორ ასპექტზე ამახვილებდნენ ყურადღებას:

  • მართალია, ჰენრი კისინჯერი ამერიკული და მსოფლიო დიპლომატიის თითქმის ასწლოვან ვეტერანად ითვლება, მაგრამ სადღეისოდ ამერიკულ პოლიტიკაზე მისი გავლენის გაზვიადება ნამდვილად არ ღირს: ეს გავლენა უკვე წარსულშია;
  • იმ წარსულშიც კისინჯერი, რომელიც პუტინს 10-ზე მეტჯერ შეჰხვედრია, ყოველთვის ითვლებოდა, რბილად რომ ვთქვათ, უფრო პრაგმატიკოსად, ვიდრე იდეალისტად, ხოლო მისი კომპანიის რუსეთთან ფინანსური კავშირების შესახებ დიდი ხანია, საყოველთაოდაა ცნობილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S