ტელესკოპ James Webb-ს მიერ კოსმოსისთვის გადაღებული პირველი ფერადი ფოტო გამოქვეყნდა
12/07/2022 08:06:23 მსოფლიო
აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NASA) გამოაქვეყნა კოსმოსური სივრცის პირველი ფერადი ფოტო, რომელიც ტელესკოპ James Webb-ს მიერაა გადაღებული.
კოსმოსური ტელესკოპით მიღებული ფოტო 11 ივლისს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრი სახლიდან ტრანსლაციის დროს წარადგინა.
NASA-ს განმარტებით, ეს არის კოსმოსის ერთი უმცირესი ნაწილის დღემდე ყველაზე ღრმა და მკაფიო ინფრაწითელი გამოსახულება. James Webb-მა პირველად ასახა ათასობით გალაქტიკა, მათ შორის - ყველაზე ფერმკრთალი ობიექტები. NASA-ს სხვა ფოტოებს დღეს გამოაქვეყნებს.
ტელესკოპი James Webb კოსმოსში 2021 წელს გაუშვეს. პროექტს ერთობლივად ახორციელებენ NASA და ევროპის და კანადის კოსმოსური სააგენტოები. პროექტის ღირებულება დაახლოებით 10 მილიარდი დოლარია.


