Accentnews.ge
ამერიკელი კონგრესმენი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსს გადადგომისკენ მოუწოდებს

ამერიკელი კონგრესმენი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსს გადადგომისკენ მოუწოდებს

12/07/2022 06:24:25 მსოფლიო

წარმოშობით უკრაინელი ამერიკელი კონგრესმენი ვიქტორია სპარცი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანდრეი ერმაკს გადადგომისკენ მოუწოდებს.

„ბევრ ამერიკელ და ევროპელს უკვე დიდი ხანია, აქვთ სერიოზული ეჭვები ერმაკთან დაკავშირებით. ერმაკი რომ სახელმწიფო მოხელე ყოფილიყო, როგორც ადამიანი ასეთი საეჭვო რეპუტაციის, ის ჯერ კიდევ ზამთარში დატოვებდა თანამდებობას. მაშინ, როცა უკრაინის მთავრობას არწმუნებდა, რომ რუსეთის მხრიდან თავდასხმა არ მოხდებოდა, რამაც შეამცირა უკრაინის მომზადების დონე. თუმცა არასდროსაა გვიანი სწორად მოქცევა“, – აცხადებს, უკრაინული მედიის ცნობით, სპარცი.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრის განცხადებითვე, უკრაინის არმიის მხარდასაჭერად საერთო ეროვნული ძალისხმევის ნაცვლად, კიევი, ერმაკის ხელმძღვანელობით პოლიტიკას თამაშობს. სპარცი ერმაკს ბრალს სდებს მის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანიის დაწყებაშიც მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციას მიმართა, შეამოწმონ ერმაკის სანდოობა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოლეჰ ნიკოლენკომ ვიქტორია სპარცის ქმედებებს და განცხადებებს ამერიკულ პოლიტიკაში რუსული პროპაგანდისტული ნარატივების დაბრუნების მცდელობა უწოდა. ბაიდენის ადმინისტრაციისადმი სპარცის მიმართვის შემდეგ, 9 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნიკოლენკო აღნიშნავდა, რომ ვიქტორია სპარცი ომის თემაზე სპეკულირებით ცდილობს დამატებითი პოლიტიკური კაპიტალის დაგროვებას.

ვიქტორია კულჰეიკო (სპარცი) აშშ-ში საცხოვრებლად 2000 წელს გადავიდა, ინდიანის უნივერსიტეტი დაამთავრა და აშშ-ის მოქალაქეობა მიიღო. 2020 წელს სპარცი გახდა წარმოშობით პირველი უკრაინელი, რომელიც კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრად აირჩიეს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ვიქტორია სპარცი სამშობლოში რამდენჯერმე იმყოფებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S