Accentnews.ge
ირანი რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების გადაცემას გეგმავს – თეთრი სახლი

ირანი რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების გადაცემას გეგმავს – თეთრი სახლი

12/07/2022 05:49:30 მსოფლიო

აშშ-ს აქვს ინფორმაცია, რომ ირანი გეგმავს, რუსეთს გადასცეს რამდენიმე ასეული უპილოტო საფრენი აპარატი უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არსებული ინფორმაციით, ირანის მთავრობა ემზადება რუსეთისთვის საფრენი აპარატების დაჩქარებული წესით გადასაცემად და მათი გამოყენების მიზნით რუსი სამხედროების გასაწვრთნელად.

მისი თქმით, ეს ცნობები ადასტურებს, რომ უკრაინაში დანაკარგების შედეგად, რუსეთს შეიარაღებით უზრუნველყოფის პრობლემები აქვს.

როგორც სააგენტო AP აღნიშნავს, თეთრმა სახლმა ეს ინფორმაცია გამოაქვეყნა ისრაელსა და საუდის არაბეთში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე.

სააგენტოს ცნობით, აშშ-ის განცხადება, რომ ისრაელის და საუდის არაბეთის მთავარი რეგიონული მეტოქე ირანი რუსეთს შეიარაღებით ეხმარება, იმას უკავშირდება, რომ ეს ორი ქვეყანა შიდა ინტერესების გამო არ უერთდება უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთის დასჯის გლობალურ ძალისხმევას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S