Accentnews.ge
დღეს საქართველოში რიგით მე-9 მიწისძვრა მოხდა

დღეს საქართველოში რიგით მე-9 მიწისძვრა მოხდა

11/07/2022 19:39:34 საზოგადოება

დღეს საქართველოში რიგით მე-9 მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ცნობით, ამჯერად მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 23:03 საათზე საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან დაფიქსირდა. მისი სიმძლავრე 3.7 (ML) მაგნიტუდა იყო.

მანამდე, 07:36 საათზე მიწისძვრა მოხდა სოფელ სამებასთან, მისი სიმძლავრე 4.8 მაგნიტუდა იყო; 09:10 საათზე კიდევ ერთი მიწისძვრა იყო საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან და მისი სიმძლავრე 4,5 მაგნიტუდას შეადგენდა; 09:18 საათზე მიწისძვრა იყო სოფელ სამებასთან; 09:48 საათზე - საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან. 10 წუთის ინტერვალით საქართველოში კიდევ ორი მიწისძვრა მოხდა. 17: 54 საათზე მიწისძვრა საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზონასთან მოხდა. 10:25 საათზე მიწისძვრა სოფელ სამებასთან დაფიქსირდა. ბოლო 6 მიწისძვრის სიმძლავრე 4 მაგნიტუდამდე იყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S