Accentnews.ge
ერდოღანი მარცვლეულის ექსპორტზე პუტინსა და ზელენსკის ესაუბრა

ერდოღანი მარცვლეულის ექსპორტზე პუტინსა და ზელენსკის ესაუბრა

11/07/2022 18:38:26 მსოფლიო

დღეს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთის მიერ დაბლოკილი უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის საკითზე ჯერ კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინს ესაუბრა, მოგვიანებით კი – უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელესნკის.

კრემლის ინფორმაციით, ერდოღანმა და პუტინმა “შავ ზღვაში ნავიგაციის უსაფრთხოებისთვის საჭირო ძალისხმევის კოორდინაციასა და მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულის ექსპოტის” შესახებ ისაუბრეს.

თურქული მხარის ცნობით, ერდორანმა რუს კოლეგას განუცხადა, რომ ანკარა მზადაა, მხარი დაუჭიროს უკრაინა–რუსეთს შორის მოლაპარაკებების გამართვას. აღსანიშნავია, რომ ორი ქვეყნის ლიდერის საუბრის შემდეგ თურქეთის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არ იყო ნახსენები რუსეთსა და თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების საკითხი.

მოგვიანებით, ერდოღანმა სატელეფონო საუბარი ზელენსკისთან გამართა. უკრაიული მხარის ცნობით, ერდოღანმა ზელენსკის უთხრა, რომ თურქეთი აქტიურად მუშაობს უკრაინული მარცვლეულის მსოფლიო ბაზარზე გატანის შესახებ გაერო–ს გეგმაზე.

უკრაინის ინფორმაციით, რუსეთის მიერ პორტების დაბლოკვის შედეგად უკრაინიდან 20 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული ვერ გადის ექსპორტზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S