Accentnews.ge
ხვალ თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ პროფესიული განათლებით დასაქმების ფორუმი ტარდება

ხვალ თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ პროფესიული განათლებით დასაქმების ფორუმი ტარდება

11/07/2022 18:01:35 საზოგადოება, რეკლამა

ხვალ თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ პროფესიული განათლებით დასაქმების ფორუმი ტარდება. ღონისძიებაზე 1000-ზე მეტი აქტიური ვაკანსია იქნება წარმოდგენილი, სამუშაოს მაძიებლები პოტენციურ დამსაქმებლებს 12:00-დან - 16:00 საათამდე შეხვდებიან.

ღონისძიებაში 80-ზე მეტი კერძო კომპანიის, მათ შორის ბანკების, კლინიკების, მომსახურების სფეროში მომუშავე, ცნობილი ბრენდების წარმომადგენლები მონაწილეობენ. შესაბამისად, პროფესიული განათლების მქონე, სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ შრომის ბაზრის აქტიურ ვაკანსიებს და ადგილზე, პირადად გაესაუბრონ პოტენციურ დამსაქმებლებს.

ფორუმზე ასევე მოწვეულები არიან კერძო და სახელმწიფო კოლეჯების სადიპლომო თუ სასერტიფიკატო პროგრამების კურსდამთავრებულები. აღსანიშნავია, რომ მათი დიდი ნაწილი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სპეციალურ პროგრამებზე სწავლობდა.

ფორუმის ორგანიზატორები არიან: დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო და საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S