Accentnews.ge
მინისტრი – "კოვიდ–19"–ზე: "ჯერ კიდევ იანვარში ვამბობდი, რომ ეს გადაიქცეოდა ჩვეულებრივ ვირუსად, რამე შეზღუდვის დაწესების საფუძველი დღეს არ არის"

მინისტრი – "კოვიდ–19"–ზე: "ჯერ კიდევ იანვარში ვამბობდი, რომ ეს გადაიქცეოდა ჩვეულებრივ ვირუსად, რამე შეზღუდვის დაწესების საფუძველი დღეს არ არის"

11/07/2022 12:51:21 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა, ამ ეტაპზე არც პირბადეების გამოყენების ვალდებულების დაბრუნება და არც რაიმე სახის შეზღუდვების დაწესების საჭიროება არ დგას.

"რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევებს, მინდა, დავამშვიდო მოსახლეობა, რომ არანაირი ნერვიულობის და სტრესის საფუძველი არ არსებობს. მათთვის, ვისაც ესაჭიროება მკურნალობა ჰოსპიტალში, მზად ვართ, ვუმკურნალოთ ჰოსპიტალში. ვისაც ესაჭიროება კონკრეტული მედიკამენტი, რომელიც არის კოვიდის სამკურნალო, რამდენიმე თვის წინ, ეს მედიკამენტიც, „ფაიზერის“ წარმოების „პაქსლოვიდი“ ჩამოვიტანეთ და ადგილზე გვაქვს. ვიყავით სულ რამდენიმე ქვეყანას შორის, რომელმაც პირველად მიიღო ეს მედიკამენტი. კლინიკური ნიშნებიდან, სიმძიმიდან და რისკიანობიდან გამომდინარე, შეგვიძლია, ეს მედიკამენტიც შევთავაზოთ. ასევე, მსურველებს შეუძლიათ აცრების გაგრძელება და ვთავაზობთ სხვადასხვა ტიპის ვაქცინას. მინდა, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, იმ შემთხვევებში, თუ არის უბრალოდ ტემპერატურის მატება და არაფერი სხვა, არ არის სიმძიმის გამომხატველი სხვა სიმპტომები, როგორც მაგალითად, მიმდინარე წლის იანვარში ვამბობდი, და მაშინ თითქოს ბევრს გაუკვირდა, რომ ეს გარდაიქცეოდა ჩვეულებრივ ენდემურ ვირუსად, რომელიც პერიოდულად შეგვახსენებდა თავს, ზუტად იგივე მიმდინარეობა აქვს და ზუსტად იგივეს ადასტურებენ დღეს ინფექციონისტები, რომ არაფერია საშიში, საპანიკო, შეგვიძლია, ინფიცირების შემთხვევაში მშვიდად გადავიტანოთ, ვიმკურნალოთ. რამე შეზღუდვის, ჩაკეტვის, თუ სხვადასხვა აკრძალვის შემოტანის საფუძველი დღეს არ არის და დარწმუნებული ვარ, რომ არც იქნება. [...] 100 და 500 შემთხვევა რომ ერთმანეთისგან 5-ჯერ განსხვავდება, ეს არ არის იმის საფუძველი, რომ რაღაცა მძიმე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე ვიმსჯელოთ. ჩვენ გვახსოვს სხვადასხვა წელს სხვადასხვა რესპირაციული ინფექცია. მაშინ რომ აღგვეღრიცხა, იქნებ, ათასობით ყოფილიყო. რადგან კოვიდპანდემია 2 წლის წინაა დაწყებული, მივყვებით სტატისტიკის აღრიცხვას, ეს არის უბრალოდ, თორემ სხვა ვირუსები, თუნდაც მიმდინარე წელს, სტატისტიკურად გაცილებით მეტი გვქონდა და არანაირი პანიკის და შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S