Accentnews.ge
სახალხო დამცველმა გიგი გიგიაძის საქმეზე დისკრიმინაციული მოპყრობა დაადგინა

სახალხო დამცველმა გიგი გიგიაძის საქმეზე დისკრიმინაციული მოპყრობა დაადგინა

11/07/2022 12:44:47 პოლიტიკა, საზოგადოება

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დიპლომატ გიგი გიგიაძის საქმეზე დისკრიმინაციული მოპყრობა დაადგინა. სახალხო დამცველს ამ საკითხზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” იურისტებმა მიმართეს.

ომბუდსმენის განცხადებაში ნათქვამია, რომ გიგი გიგიაძე 24-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე უმაღლესი რანგის კარიერული დიპლომატია. ბოლოს ის დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მსახურობდა.

„მას შემდეგ, რაც მან 2020 წლის 7 ოქტომბერს პირად ფეისბუქზე გამოქვეყნებული სტატუსით საჯარო სოლიდარობა გამოუცხადა ე.წ. „კარტოგრაფების საქმის” ერთ-ერთ ფიგურანტს, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ივერი მელაშვილს, მას დიპლომატიური სამსახურის ვადა აღარ გაუგრძელეს და რეზერვში ჩარიცხვიდან 13 თვის განმავლობაში აღარც ახალი სამსახური შესთავაზეს, სამინისტროში არსებული ათობით ვაკანსიის მიუხედავად”, – აცხადებს ლომჯარია.

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ გიგი გიგიაძისთვის დიპლომატიური სამსახურის ვადის გაგრძელებაზე უარი და ასევე, არსებულ ვაკანსიებზე მისი კანდიდატურის განუხილველობა, განსხვავებული მოსაზრების გამოთქმის გამო მის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას წარმოადგენს.

სახალხო დამცველის გადაწყვეტილება სრულად იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3yTVVFc

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S