Accentnews.ge
"ციხეების ე.წ მაყურებლებით მართვის შესახებ CPT-ს რეკომენდაციები ჩვენსას ემთხვევა"

"ციხეების ე.წ მაყურებლებით მართვის შესახებ CPT-ს რეკომენდაციები ჩვენსას ემთხვევა"

11/07/2022 09:55:14 საზოგადოება

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, "ციხეების ე.წ მაყურებლებით მართვის შესახებ "ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის" (CPT) რეკომენდაციები ომუდსმენისას ემთხვევა". ამის შესახებ მან ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად გამართულ კონფერენციაზე ისაუბრა.

"ამ ვიზიტის სამიზნე იყო არაფორმალური მმართველობის პრობლემის იდენტიფიცირება ქართულ ციხეებში ე.წ. მაყურებლების მეშვეობით და ა.შ. მათ ამ მონიტორინგის შედეგად გამოავლინეს მსგავსი პრაქტიკა. ისინი საუბრობენ ე.წ. ობშიაკის აგროვების პრაქტიკაზე, პატიმრების იძულების სხვადასხვა მეთოდზე, ისინი საუბრობენ ძალიან საეჭვო ფიზიკურ დაზიანებებზე, რომელთა გამოძიება და შესწავლა არასათანადოდ ხდება, რომელთა დაკავშირებითაც მათ გააჩნიათ ეჭვი, რომ ეს არ იყო შემთხვევით მიღებული დაზიანებები, საუბრობენ ასევე, საკნებს შორის კეთილმოწყობის მიხედვით განსხვავებაზე და ა.შ. ყველა პრობლემა იდენტიფიცირებულია როგორც ადგილობრივი ასევე, საერთაშორისო შესაბამისი უწყებების მიერ და დღეს საჭიროა ვისაუბროთ, როგორ გადავწყვიტოთ ეს პრობლემა, რადგან ციხის კრიმინალური სუბკულტურა და ადმინისტრაციის მხრიდან დელეგირებული მმართველობა პრივილეგირებულ პატიმრებზე არის ძალიან დიდი პრობლემა", -განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S