Accentnews.ge
ბრიტანული დაზვერვა – ბოლო ორი დღის განმავლობაში რუსეთმა დონბასში წინსვლას ვერ მიაღწია

ბრიტანული დაზვერვა – ბოლო ორი დღის განმავლობაში რუსეთმა დონბასში წინსვლას ვერ მიაღწია

11/07/2022 06:45:36 მსოფლიო

ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ცნობით, ბოლო ორი დღის განმავლობაში რუსეთმა დონბასში წინსვლას ვერ მიაღწია.

"10 ივლისის მდგომარეობით, რუსეთი აგრძელებს საარტილერიო დაბომბვებს გაგრძელდა დონბასის ჩრდილოეთ ნაწილში, თუმცა ტერიტორიული წინსვლის გარეშე. რაც შეეხება უკრაინას, უკრაინული ძალები აგრძელებდნენ ლოკალიზებულ ზეწოლას რუსეთის თავდაცვით ხაზზე ხერსონის ოლქში, თუმცა მათ ტერიტორიული წინსვლა არ ჰქონიათ", – აცხადებენ დაზვერვის სამსახურში.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S