Accentnews.ge
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა

11/07/2022 06:00:42 საზოგადოება

"ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა.

2021 წლის 5 ივლისს მოძალადე ჯგუფები ლექსოს სასტიკად გაუსწორდნენ. 11 ივლისის დილას მისი ცხედარი დედამ საწოლში იპოვა.

მისი ცემის საქმეზე 5 ადამიანი დააკავეს. ხუთივე მათგანს - დავით კუტალაძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძეს, აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, გია გიგუაშვილს 5-5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ამ დრომდე არ დასჯილან ძალადობის ორგანიზატორები.

2022 წლის იანვარში UNESCO-მ ლაშქარავა 2021 წელს მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა.

ლექსო ლაშქრავას საქმის გამოძიება მისი დისკრედიტაციის კამპანიის პარალელურად მიმდინარეობდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S