Accentnews.ge
საქართველოში ბოლო 3 საათში 6 მიწისძვრა მოხდა

საქართველოში ბოლო 3 საათში 6 მიწისძვრა მოხდა

11/07/2022 06:05:05 საზოგადოება

საქართველოში დღეს მეექვსე მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

„დღეს, თბილისის დროით 10:24 საათზე, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზონასთან მოხდა 3.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • პირველი მიწისძვრა 07:36 მოხდა. ეპიცენტრი დმანისთან, სოფელ სამებაში იყო.
  • მეორე მიწისძვრა - 09:10 საათზე. ეპიცენტრი დმანისთან, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა. სიმძლავრემ 4.5 (ml) მაგნიტუდა შეადგინა.
  • მესამე მიწისძვრა - 09:18 საათზე. ბიძგები საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან დაფიქსირდა. მისი სიმძლავრე 3.0 (ML) მაგნიტუდა იყო.
  • მეოთხე მიწისძვრა საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან მოხდა. მისი სიმძლავრე 3.1 (ML) მაგნიტუდა იყო.
  • მეხუთე მიწისძვრაც საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან მოხდა. მისი სიმძლავრეც 3.1 (ML) მაგნიტუდა იყო

ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ ვრცელდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S