გაერო – უკრაინაში ომის დროს სექსუალური ძალადობის 124 შემთხვევა გამოვლინდა
11/07/2022 04:39:38 მსოფლიო
გაერო–ს განცხადებით, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის დროს სექსუალური ძალადობის 124 შემთხვევა გამოვლინდა.
სექსუალური ძალადობის საკითხებში გაერო–ს სპეციალური წარმომადგენლის პრამილ პატენის თქმით, არსებული მონაცემები მხოლოდ აისბერგის წვერია და ომში ძალადობის რეალურ მასშტაბებს არ ასახავს.
ომის დროს სექსუალური დანაშაულების გამოძიების მთავარ დაბრკოლებებს გაერო უწოდებს "მსხვერპლთა შიშსა და სირცხვილს ისაუბრონ ძალადობაზე, ძალიან ბევრ დანაშაულზე, რომელთა გამოძიებისთვის არასაკმარისია გამომძიებელთა რაოდენობა და არ ხდება ოკუპაციის პირობებში დანაშაულის შესახებ შესაბამისი შეტყობინება".
უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, სექსუალური ძალადობის ეპიზოდებზე 15 ათასზე მეტი სისხლის სამართლის საქმეა რეგისტრირებული.


