ლიზ ტრასი გაერთიანებული სამეფოს პრემიერობისთვის იბრძოლებს
11/07/2022 04:00:50 მსოფლიო
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ–მინისტრობისთვის იბრძოლებს.
Daily Telegraph-თან საკუთარი გეგმების შესახებ საუბრისას ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრობის შემთხვევაში გადასახადებს პირველივე დღიდან შეამცირებს.
მისი თქმით, ასევე მიიღებს მყისიერ ზომებს, რათა დაეხმაროს ადამიანებს ცხოვრების ხარჯებთან გამკლავებაში.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გასულ კვირას განაცხადა. „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერობის კანდიდატთა სიაში უკვე რამდენიმე ადამიანია, მათ შორის გენერალური პროკურორი სუელა ბრავერმანი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი საჯიდ ჯავიდი, ვაჭრობის მინისტრი პენი მორდონტი, ტრანსპორტის მინისტრი გრანტი შაპსი, ფინანსთა ყოფილი მინისტრი, რიში სუნაკი.


