Accentnews.ge
შრი-ლანკის პრეზიდენტი თანამდებობას 13 ივლისს დატოვებს

შრი-ლანკის პრეზიდენტი თანამდებობას 13 ივლისს დატოვებს

09/07/2022 19:44:43 მსოფლიო

შრი-ლანკის პრეზიდენტი გოტაბაია რაჯაპაქსა თანამდებობას 13 ივლისს დატოვებს. BBC-ის ცნობით, რაჯაპაქსამ თანამდებობის დატოვების შესახებ პარლამენტის სპიკერს შეატყობინა.

შრი-ლანკის პრეზიდენტმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მას მერე მიიღო, რაც ქვეყანაში მასობრივი პროტესტი დაიწყო.

შრი-ლანკა უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისს განიცდის - ივნისში ინფლაციამ 54%-ს გადააჭარბა, ქვეყანას პრობლემები შეექმნა საკვების, მედიკამენტებისა და საწვავის იმპორტის კუთხით..

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S