Accentnews.ge
ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 400 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების იარაღის გადაცემის ახალ პაკეტს მოაწერა ხელი

ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 400 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების იარაღის გადაცემის ახალ პაკეტს მოაწერა ხელი

08/07/2022 19:54:04 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დღეს უკრაინისთვის 400 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების იარაღის გადაცემის ახალ პაკეტს მოაწერა ხელი, რომელთა შორისაა ოთხი ერთეული საარტილერიო სისტემა HIMARS და საბრძოლო მასალა. ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება.

მედიის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანმა ანონიმურობის პირობით განაცხადა, რომ დამატებითი HIMARS-ისგადაცემით, საერთო რაოდენობა 12 ერთეულამდე გაიზრდება.

„უკრაინული ძალები ახლა წარმატებით უტევენ რუსულ ლოკაციებს უკრაინის ტერიტორიაზე, უფრო ღრმად ფრონტის ხაზს მიღმა და არღვევს რუსეთის უნარს, ჩაატაროს საარტილერიო ოპერაცია“, – განაცხადა თავდაცვის მაღალჩინოსანმა.

შეიარაღების უახლესი პაკეტი ასევე მოიცავს უფრო ზუსტ საბრძოლო მასალას „ჰაუბიცის“ ტიპის საარტილერიო სისტემებისთვის.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, აშშ-მა საერთო ჯამში 7,3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი გამოყო ოფიციალური კიევისთვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S