Accentnews.ge
ლვოვის სიახლოვეს ავიაკატასტოფის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა

ლვოვის სიახლოვეს ავიაკატასტოფის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა

04/10/2019 06:56:38 სხვა, მსოფლიო

სულ მცირე, 4 ადამიანია დაღუპული ლვოვის აეროპორტის მიდამოებში თვითმფრინავ Ан-12 –ის ვარდნის შედეგად, – იუწყება უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

მისვე ცნობით, სატვირთო ლაინერი იტალიური ვოგოდან სტამბოლში მიფრინავდა, ლვოვში კი საწვავის მარაგის შესავსებად უნდა დაშვებულიყო. და წინასწარი ინფორმაციით, საწვავის მარაგი ლვოვის აეროპორტამდე 1,5 კმ–ში ამოეწურა, რაც ვარდნის მიზეზი გახდა. 

არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. თავად ლაინერს დაშავებული აქვს წინა ნაწილი და ფრთები.

მომხდართან დაკავშირებით ლვოვის აეროპორტი დროებით დაიხურა. სამაშველო სამუშაოებს ნისლი აფერხებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S