Accentnews.ge
სანქციების გამო დეფიციტის ფონზე რუსულმა "Sberbank"-მა ჩიპების არააქტიური ბარათებიდან ამოღება დაიწყო

სანქციების გამო დეფიციტის ფონზე რუსულმა "Sberbank"-მა ჩიპების არააქტიური ბარათებიდან ამოღება დაიწყო

08/07/2022 10:04:10 მსოფლიო

დასავლური სანქციების პირობებში ჩიპების დეფიციტის ფონზე ასევე, ევროპიდან მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო რუსულმა "Sberbank"–მა ჩიპების არააქტიური ბარათებიდან ამოღება დაიწყო.

DW-ს ცნობით, ამის შესახებ "Sberbank"–ის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ოლგა მაკლაშინამ განაცხადა. მან ჩიპების გადანერგვას ძველი ბარათებიდან ახალში "რეიმპლანტაცია" უწოდა.

მისი განცხადებით, ჩიპები მიაქვთ გაცემის ცენტრებში, სპეციალისტები მთლიანად შლიან მონაცემებს, შემდეგ კი ჩიპებს მიაქვთ საბანკო ბარათების მწარმოებელთან, რომლებიც მათ ახალ ბარათებში ათავსებენ.

ბანკის მონაცემებით, ყოველთვიურად 375 000-მდე არააქტიური ბარათი გროვდება.

ცნობისთვის: ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტის ფარგლებში, რომელიც ძალაში 14 ივნისს შევიდა, "Sberbank", "Rosselkhozbank" და "Moscow Credit Bank" SWIFT-დან გათიშეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S