Accentnews.ge
15 ივლისამდე საქართველოში +37 გრადუსამდე ტემპერატურას პროგნოზირებენ

15 ივლისამდე საქართველოში +37 გრადუსამდე ტემპერატურას პროგნოზირებენ

08/07/2022 09:23:06 საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 ივლისამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +28, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +37 გრადუსი იქნება.

ქ. თბილისში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა +33, +35 გრადუსია მოსალოდნელი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S