Accentnews.ge
თავდასხმის შემდეგ იაპონიის ყოფილი პრემიერი სინძო აბე დაიღუპა

თავდასხმის შემდეგ იაპონიის ყოფილი პრემიერი სინძო აბე დაიღუპა

08/07/2022 09:00:10 მსოფლიო

თავდასხმის შემდეგ იაპონიის ყოფილი პრემიერი სინძო აბე პარასკევს, 8 ივლისს, მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ გარდაიცვალა.

იაპონიის მმართველი „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენლის თქმით, აბე გარდაიცვალა ნარას პრეფექტურის საავადმყოფოში, სადაც ის მკვლელობის მცდელობის შემდეგ გადაიყვანეს.

თავდასხმა ექს–პრემიერზე ნარას პრეფექტურაში განხორციელდა, როდესაც პოლიტიკოსი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მართავდა შეხვედრებს.

40 წლის ტეცუია იამაგამმა, რომელიც იაპონიის თავდაცვის ძალების ყოფილი მეზღვაურია, ორჯერ ესროლა აბეს ზურგში ხელნაკეთი თოფიდან. ის დაცვის თანამშრომელმა ადგილზე დააკავა.

მთავრობაში შეიქმნა კრიზისული შტაბი, მოქმედი პრემიერ მინისტრი სასწრაფოდ ჩავიდა ტოკიოში. იაპონიაში საპარლამენტო არჩევნები კვირას გაიმართება.

67 წლის სინძო აბე თანამდებობიდან 2020 წელს გადადგა, თუმცა მმართველ ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიაში ამ დრომდე გავლენიან ფიგურად რჩებოდა.

თავდასხმის მოტივი უცნობია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S