ბლინკენი – ლავროვს: "უკრაინა არაა თქვენი ქვეყანა, მისი მარცვლეული, არაა თქვენი მარცვლეული, რატომ ბლოკავთ პორტებს?"
08/07/2022 08:48:10 მსოფლიო
"დიდი ოცეულის" დახურულ შეხვედრაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირდაპირ მიმართა რუსეთის სააგრეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს და მოსთხოვა მოსკოვს დაუშავს უკრაინის მარცვლეულის ექსპორტი, – იუწყება DW დასავლელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.
"ჩვენს რუს კოლეგებს: უკრაინა არ არის თქვენი ქვეყანა. მისი მარცვლეული არ არის თქვენი მარცვლეული. რატომ ბლოკავთ პორტებს? მარცვლეული უნდა გაუშვათ", - მიმართა, მოლაპარაკებებზე დამსწრე დასავლელი ოფიციალური პირის თქმით, ბლინკენმა ლავროვს.
ლავროვმა ბლინკენთან ცალკე შეხვედრაზე უარი თქვა. ბლინკენმა ასევე გამორიცხა ასეთი პირისპირ შეხვედრა ინდონეზიაში სამიტის წინ.


