
პარიზში თავდასხმა შსს–ს თანამშრომელმა განახორციელა
04/10/2019 06:38:05 სხვა, მსოფლიო
პარიზის პოლიციის შენობაში მამაკაცი თანამშრომლებს დანით თავს დაესხა. დაღუპულია ოთხი ადამიანი, კიდევ ერთი კი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება- ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. ის 45 წლის IT სპეციალისტია, რომელიც პარიზის პოლიციაში 16 წლის განმავლობაში მუშაობდა.
შემთხვევა პარიზის ცენტრში მოხდა. მამაკაცი შენობაში შეიჭრა და საკუთარ თანამშრომლებს თავს დანით დაესხა.
თავდასხმის მოტივი უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელს სამუშაო ადგილთან დაკავშირებით გარკვეული დავა ჰქონდა.