Accentnews.ge
"რაც მეტი იქნება უკრაინის თავდაცვითი დახმარება, მით სწრაფად დასრულდება ომი ჩვენი გამარჯვებით"

"რაც მეტი იქნება უკრაინის თავდაცვითი დახმარება, მით სწრაფად დასრულდება ომი ჩვენი გამარჯვებით"

08/07/2022 07:17:45 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, "რაც მეტი იქნება უკრაინის თავდაცვითი დახმარება, მით სწრაფად დასრულდება ომი კიევის გამარჯვებით".

"რუსეთის არმიამ კვლავ დაარტყა კრამატორსკს, ისევ რაკეტებით. ოკუპანტებმა დაბომბეს ხარკოვისა და დონბასის ქალაქები. თითოეულ მიმართულებაზე ჩვენს პარტნიორებს აქვთ ზუსტი ინფორმაცია ჩვენს თავდაცვით საჭიროებებზე. ეს ეხება საჰაერო თავდაცვას, თანამედროვე რეაქტიულ არტილერიას. რაც მეტი იქნება უკრაინის თავდაცვითი დახმარება, მით სწრაფად დასრულდება ომი ჩვენი გამარჯვებით და ნაკლები იქნება მსოფლიოს ყველა ქვეყნის ზარალი", – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S