Accentnews.ge
11 ივლისიდან პეკინში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო იქნება

11 ივლისიდან პეკინში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო იქნება

08/07/2022 06:34:35 მსოფლიო

11 ივლისიდან პეკინში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო იქნება.

გადაწყვეტილება „ომიკრონის“ ქვევარიანტის გავრცელების შესაჩერებლად მიიღეს.

მოქალაქეებს ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა ისეთ ადგილებში მოუწევთ, როგორიცაა: კინოთეატრები, ბიბლიოთეკები, მუზეუმები, სპორტდარბაზები, სტადიონები და სავარჯიშო ცენტრები.

გამონაკლისი შეეხება მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ვაქცინაციისთვის „შეუსაბამოები“ არიან.

პეკინში „ომიკრონის“ BA.5.2 ქვევარიანტის სამი შემთხვევა გამოვლინდა. ითვლება, რომ აღნიშნული ქვევარიანტი ძალიან გადამდებია და ანტისხეულებისგან თავის დაღწევის უნარი აქვს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ევროპაში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S