Accentnews.ge
იაპონიის ექს–პრემიერს სიტვით გამოსვლისას ცეცხლი გაუხსნეს (ვიდეო)

იაპონიის ექს–პრემიერს სიტვით გამოსვლისას ცეცხლი გაუხსნეს (ვიდეო)

08/07/2022 06:05:19 მსოფლიო

იაპონიის ყოფილ პრემიერ–მინისტრ ცინზო აბეზე თავდასხმა განხორციელდა, როდესაც ის ქუჩაში ამომრჩევლებს ესაუბრებოდა.

გაფრთხილება! ვიდეო შეიცავს სენსიტიურ კადრებს.

40 წლის ტეცუია იამაგამმა, რომელიც იაპონიის თავდაცვის ძალების ყოფილი მეზღვაურია, ორჯერ ესროლა აბეს ზურგში ხელნაკეთი თოფიდან. ის დაცვის თანამშრომელმა ადგილზე დააკავა.

უგონო მდგომარეობაში მყოფი, 67 წლის ექს-პრემიერი საავადმყოფოში გადაიყვანეს. იაპონიის საზოგადოებრივ მაუწყებელს, NHK-ს ექიმებმა აცნობეს, რომ შინზო აბეს გაჩერებული აქვს გული და არ მუშაობს ფილტვები. სააგენტო AFP-ი წერს, რომ იაპონიაში ტერმინით, გულ-ფილტვების სისტემის გაჩერება, კლინიკურ სიკვდილს აღწერენ.

იაპონიის ნარას პრეფექტურის სასწრაფო სამსახურს, სადაც ყოფილი პრემიერი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მართავდა შეხვედრას და მოხდა ინციდენტი, არ დაუდასტურებია პოლიტიკოსის გარდაცვალება.

მთავრობაში შეიქმნა კრიზისული შტაბი, მოქმედი პრემიერ მინისტრი სასწრაფოდ ჩავიდა ტოკიოში. იაპონიაში საპარლამენტო არჩევნები კვირას გაიმართება.

ლიბერალ-დემოკრატი შინზო აბე იაპონიის პრემიერ-მინისტრი იყო 2006-2007 და 2012-2020 წლებში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S