ფინეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც რუსეთთან საზღვარზე ბარიერების აგების საშუალებას იძლევა
07/07/2022 17:19:02 მსოფლიო
ფინეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც რუსეთთან საზღვარზე ბარიერების დამონტაჟებასა და "გამონაკლის შემთხვევაში" თავშესაფრის მაძიებლებისგან 1,300 კმ საზღვრის დახურვის საშუალებას იძლევა.
ფინეთის ხელისუფლება საზღვარზე ბარიერის აგებას ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა ნაკადის რეგულირების სურვილს ხსნის.
29 ივნისს ნატო–ს ქვეყნებმა ოფიციალურად მიიწვიეს ალიანსში ფინეთი და შვედეთი, რომლებმაც, რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, უარი თქვეს ნეიტრალიტეტზე და გადაწყვიტეს უსაფრთხოების მიზნით ნატო–ში გაწევრიანება . 5 ივლისს ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ნატო-ს შტაბ-ბინაში ალიანსში გაწევრიანების შესახებ ოქმებს მოაწერეს ხელი.


