
სახელმწიფო რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთში ბესიკ ამირანაშვილმა რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
07/07/2022 16:05:29 საზოგადოება, რეკლამა
სახელმწიფო რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთში ბესიკ ამირანაშვილმა რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა სამხარეო ადმინისტრაციაში გამართა.
შეხვედრას რწმუნებულის მოადგილე შალვა ბერძენიშვილი და სამხარეო ადმინისტრაციის სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. სამუშაო შეხვედრაზე განხილული იყო ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, როგორც გარდამავალის, აგრეთვე 2022 წელს დაგეგმილი პროექტების.