Accentnews.ge
ყაზახეთი რუსეთში სასანქციო საქონლის ექსპორტისა და რეექსპორტის აკრძალვას გეგმავს

ყაზახეთი რუსეთში სასანქციო საქონლის ექსპორტისა და რეექსპორტის აკრძალვას გეგმავს

07/07/2022 14:26:31 მსოფლიო

ყაზახეთის ფინანსთა სამინისტრო ამზადებს კანონპროექტს, რომლითაც ქვეყნის კომპანიებს რუსეთში სასანქციო საქონლის ექსპორტსა და რეექსპორტში მონაწილეობა აეკრძალებათ.

ამ სიახლემ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია რუსეთში, რომლის პროპაგანდა ყაზახეთის პრეზიდენტ ქასიმ-ჟომარტ ტოკაევის მიერ პეტერბურგის ამასწინანდელ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გაკეთებული სკანდალური განცხადების შემდეგ პუტინისა და მთლიანად რუსეთისთვის მიყენებული საიმიჯო ზიანის ანაზღაურებას ცდილობს იმის მტკიცებით, თითქოს ორ ქვეყანას შორის პრობლემები არ არსებობდეს და რუსეთსა და ყაზახეთს, რომლებიც "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში" (ОДКБ) პარტნიორები არიან, კვლავინდებურად მეგობრული ურთიერთობები აკავშირებდეთ.

იხილეთ ასევე: აღმოსავლური პასუხი არძინბებს, ტანიებს, კადიროვებსა და მათ უკან მდგომს

ანალიტიკოსების შეფასებით, ხსენებულ კანონპროექტზე მუშაობის დაწყება მოწმობს, რომ პეტერბურგის ფორუმზე ტოკაევის დემარში ბლეფს არ წარმოადგენდა და მისი ქვეყანა, რომელსაც ჩინეთი უმაგრებს ზურგს, მართლაც განუდგა პუტინის რუსეთს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S