რუსეთმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაგეგმილი "აღმშენებლობა" გადადო
07/07/2022 13:49:30 მსოფლიო
რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაგეგმილი აღდგენითი და სამშენებლო პროექტები "გაყინა". ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
გადაწყვეტილების მიზეზები არ კონკრეტდება. აღნიშნულია მხოლოდ, რომ გადავადება დროებითია.
ანალიტიკოსების აზრით კი, მოსკოვის გადაწყვეტილება ორ რამეზე შეიძლება, მეტყველებდეს: 1) რუსეთი ფინანსების უკმარისობას განიცდის; 2) კრემლში გააცნობიერეს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაკავება მხოლოდ დროებითია, რომ უკრაინულმა ჯარმა ისინი მალე შეიძლება, დაიბრუნოს და შესაბამისად, ფუჭი ხარჯების გაღება გადაიფიქრეს.


