ლარი გაუფასურებას განაგრძობს
07/07/2022 13:13:47 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 8 ივლისს ერთი ამერიკული დოლარი 2.9119 ლარი ეღირება, ევრო – 2.9690 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4949 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.9038 ლარი ღირდა, ევრო – 2.9625 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.4634 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.


